თავში

ტაიფუნის გამო იაპონიაში მსოფლიო თასის ორი მატჩი გადაიდო

​ტაიფუნის გამო იაპონიაში მსოფლიო თასის ორი მატჩი გადაიდო
ტაიფუნის გამო იაპონიაში მსოფლიო თასის ორი მატჩი გადაიდო

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო, რომელიც იაპონიას უახლოვდება, რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ რაგბის მსოფლიო ფედერაცია ავრცელებს.

გულშემატკივრებს, რომლებიც ახალ ზელანდიასა და იტალიას, ასევე ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაგეგმილ თამაშს უნდა დასწრებოდნენ, ბილეთის საფასურს დაუბრუნებენ. ყველა გუნდი კი ორ ქულას მიიღებს.

„გუნდებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის ყველა გულშემატკივარს ვთხოვთ, ყველა ოფიციალურ რჩევას დაემორჩილონ, შაბათს სახლიდან არ გავიდნენ და დღის განმავლობაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ“, - ნათქვამია რაგბის მსოფლიო ფედერაციის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system