თავში

ტაილანდის ბარში 89 ტურისტი დააკავეს

​ტაილანდის ბარში 89 ტურისტი დააკავეს
ტაილანდის ბარში 89 ტურისტი დააკავეს

ტაილანდში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო 89 ტურისტი დააკავეს, მათ შორის 22 ტაილანდელი, დანარჩენები კი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, შვეიცარიისა და დანიის მოქალაქეები არიან.

პოპულარულ ტურისტულ კუნძულ კო პჰანგაზე პოლიციამ ღამით რეიდი ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ბარ Three Sixty-ში, დახურულ სივრცეში, ტურისტები უკანონოდ იყვნენ შეკრებილი. მათ უმეტესობას ნიღაბი ეკეთა, თუცა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ტაილანდში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და ხალხმრავლობა და თავყრილობები მკაცრად იკრძალება. კანონის დარღვევა 2 წლამდე პატიმრობითა და 1330 დოლარიანი ჯარიმით ისჯება. სამართალდამცავებმა 89 ტურისტი დააკავეს. კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ ბარის მეპატრონესა და ბარმენსაც.

ქვეყანაში კორონავირუსის 15 465 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 29 სწორედ კუნძულ კო პჰანგაზე გამოვლინდა. ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა კუნძულზე გასულ თვეში დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system