თავში

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი პირბადის არ ქონის გამო დააჯარიმეს

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი პირბადის არ ქონის გამო დააჯარიმეს
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი პირბადის არ ქონის გამო დააჯარიმეს

ტაილანდის პრემიერ მინისტრი პრაიუტ ჩან-ოჩა 190 აშშ დოლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ ბანგკოკში მას პირბადე არ ეკეთა. ამის შესახებ ქალაქის გამგებელმა ასვინ კვანგმუანგმა განაცხადა. ინფორმაციას Report ავრცელებს.  

ახალი წესების თანახმად, ბანგკოკის მაცხოვრებლებს 20 000 ბატამდე (636 დოლარი) ჯარიმა ემუქრებათ, თუ ისინი საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის გარეშე გამოჩნდებიან.

ნაშუადღევს, პრემიერ მინისტრმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელზეც იგი პირბადის გარეშე იმყოფებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ვიდეო მალევე წაშალა, სოციალური ქსელებისთვის ეს ფაქტი შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილია.

 ”მე ვუთხარი მას, რომ მან დაარღვია მთავრობის დადგენილება, რომელიც ქალაქის ყველა მაცხოვრებელს ავალდებულებს, პირბადე ატარონ ნებისმიერ დროს”, - დაწერა ბანგკოკის გუბერნატორმა Facebook-ზე. მისივე თქმით,  პრემიერი დაჯარიმდა 6000 ტაილანდური ბატით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system