თავში

ტაილანდში ალკოჰოლურ სასმელებზე აკრძალვა გაუქმდა

ტაილანდში ალკოჰოლურ სასმელებზე აკრძალვა გაუქმდა
ტაილანდში ალკოჰოლურ სასმელებზე აკრძალვა გაუქმდა

ტაილანდში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის შემცვლელმა, ნატაფანუ ნოპაკუნმა განაცხადა.

"დღეს განახლდა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა, მაგრამ მათი მოხმარება მხოლოდ სახლში არის ნებადართული. აკრძალულია ალკოჰოლის დალევა საზოგადოებრივ ადგილებში და რესტორნებში”, - განმარტა ნოპაკუნმა. 

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებით ჩანს, თუ როგორ მიდის დილით მოსახლეობა ალკოჰოლური სასმელების შესაძენად უახლოეს საბითუმო მაღაზიებში. ისინი დიდი რაოდენობით სასმელს ყიდულობენ, იმის შიშით, რომ ალკოჰოლზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ განახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system