თავში

ტაილანდში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა

​ტაილანდში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა
ტაილანდში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა

ტაილანდში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ორჯერ აღემატება 13 მაისის სტატისტიკას, როდესაც ვირუსი 4887 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გასულ წელს ქვეყანამ მოახერხა პანდემიის მართვა, მაგრამ აპრილში ვირუსმა მკვეთრად გავრცელება დაიწყო.

ახალი შემთხვევებიდან 6853 მსჯავრდებულებში გამოვლინდა, რადგან სასჯელაღსრულების სისტემა პატიმრებით არის გადავსებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში 25 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 614-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 111 082-ს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system