თავში

ტაივანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაივანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ტაივანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაივანში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. ეს კუნძულზე ეპიდემიის პირველი მსხვერპლია. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჩენ შიშ ჩუნგმა განაცხადა, გარდაცვლილი 61 წლის ტაქსის მძღოლი იყო, რომელსაც კუნძულის საზღვრები არ დაუტოვებია. გამოძიების ცნობით, მისი მგზავრების ძირითადი ნაწილი ჰონგ-კონგიდან, მაკაუდან და ჩინეთიდან იყვნენ. გარდაცვლილის ოჯახის კიდევ ერთ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 

ამ დრომდე ტაივანში კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ბოლო მონაცემებით, ეპიდემიამ ჩინეთშ 1665 ადამიანი იმსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების 68 500 შემთხვევაა გამოვლენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system