თავში

თალიბანი ავღანურ ტელევიზიებს ქალი მსახიობების ჩვენებას უკრძალავს

თალიბანი ავღანურ ტელევიზიებს ქალი მსახიობების ჩვენებას უკრძალავს
თალიბანი ავღანურ ტელევიზიებს ქალი მსახიობების ჩვენებას უკრძალავს

ავღანეთის თალიბანი მმართველები ავღანური მედიისთვის ახალ შეზღუდვებს აწესებენ . მათ ტელევიზიებს ისეთი ფილმებისა და სერიალების ჩვენება აუკრძალეს, სადაც ქალი მსახიობები მონაწილეობენ. 

სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტრო აცხადებს, რომ მედიასაშუალებებს ეკრძალებათ ისეთი ფილმების გადაღება, რომელიც ისლამურ და ავღანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. 

დირექტივის მიხედვით იკრძალება ისეთი გადაცემებისა და ფილმების ჩვენება, რომელიც რეკლამირებას უწევს უცხოურ კულტურას და ტრადიციებს ან რომელიც ამორალურობის მაპროვოცირებელია. 

ქალი ჟურნალისტები და წამყვანები ტელევიზიებში მუშაობას ისევ გააგრძელებენ, თუმცა მათ პირდაპირ ეთერში ჩართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ატარებენ ისლამურ ჰიჯაბს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system