თავში

"თალიბანის" გარდაცვლილად გამოცხადებული ლიდერი საზოგადოებაში გამოჩნდა

"თალიბანის" გარდაცვლილად გამოცხადებული ლიდერი საზოგადოებაში გამოჩნდა
თალიბანის გარდაცვლილად გამოცხადებული ლიდერი საზოგადოებაში გამოჩნდა

Reuters-ის ცნობით, მოძრაობა "თალიბანის" უზენაესი ლიდერი, ჰაიბათულა ახუნდზადა ყანდაჰარის სამხრეთით მდებარე ქალაქში საჯაროდ გამოჩნდა.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ ,,თალიბანის“ ლიდერი გარდაცვლილი იყო, რადგან ახუნდზადა აგვისტოში დედაქალაქის აღების შემდეგაც კი არ გამოჩენილა საჯაროდ, რამაც ადამიანებს სპეკულაციის საშუალება მისცა. მისი ბოლო ფოტო სოციალურ ქსელში მხოლოდ 2016 წელს,  გავრცელდა.

საგულიხმოა, რომ თალიბებს წლების განმავლობაში არ დაუდასტურებიათ მათი დამფუძნებლისა და უმაღლესი ლიდერის, მოლა ომარის გარდაცვალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system