თავში

თალიბანმა ავღანეთში საარჩევნო კომისია გააუქმა

თალიბანმა ავღანეთში საარჩევნო კომისია გააუქმა
თალიბანმა ავღანეთში საარჩევნო კომისია გააუქმა

ავღანეთის მმართველმა თალიბანმა ქვეყანაში საარჩევნო ადმინისტრაცია გააუქმა. მასთან ერთად გაუქმდა არჩევნების დამოუკიდებელი კომისია და არჩევნების გასაჩივრების კომისია. ქვეყნის მთავრობის სპიკერის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში შექმნილი სტრუქტურები მუშაობას შეაჩერებენ, რადგან მათი არსებობის საჭიროება არ არსებობს.

"ასეთი კომისიების საჭიროება არ არსებობს", - განაცხადა თალიბანის სპიკერმა ბილალ კარიმიმ. მისივე განცხადებით, თუ მათი საჭიროება საგრძნობი გახდება, ისლამური ემირატები ამ კომისიებს აღადგენს. 

თალიბანმა ავღანეთში ხელისუფლება მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაიგდო. შედეგად, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ ქვეყანა დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system