თავში

თალიბებმა უცხოური სერიალების ჩვენება აკრძალეს

​თალიბებმა უცხოური სერიალების ჩვენება აკრძალეს
თალიბებმა უცხოური სერიალების ჩვენება აკრძალეს

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთში ისეთი უცხოური სერიალების ჩვენება აკრძალა, რომლებიც შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება, მათში ქალები ჰიჯაბის გარეშე, ასევე ნებისმიერი სიმღერებია წარმოდგენილი. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, კულტურის საკითხთა კომისიამ მოდური სამოსით გოგონების ჩვენება რეკლამებშიც კი აკრძალა. ყველა ქალმა ჰიჯაბი უნდა ატაროს.

გარდა ამისა, მედიამ უარი უნდა თქვას უცხოური სატელევიზიო შოუებზე, რომლებიც ავღანურ კულტურასა და შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება.

კომისიაში აცხადებენ, რომ მედიამ უნდა გაავრცელოს "დაბალანსებული“ ახალი ამბები და არა ჭორები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system