თავში

ტალინში ბაყაყების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზები გადაკეტეს

ტალინში ბაყაყების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზები გადაკეტეს
ტალინში ბაყაყების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზები გადაკეტეს

ესტონეთში, ტალინში, დატვირთული გზები იმის გამო გადაკეტეს, რომ ბაყაყებსა და გომბეშოებს გზების უსაფრთხოდ გადაკვეთა შეეძლოთ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მოხალისეები, როგორც წესი, ბაყაყებსა და გომბეშოებს გზებს გადაკვეთაში გაზაფხულზე ეხმარებიან. მათი თქმით, ასე მათ გასულ წლებში 97,000 მათგანი გადაარჩინეს, მათ შორის, შარშან, მხოლოდ ტალინის გზაზე - 2,000.

პანდემიის გამო, წელს ასეთი დახმარება შეუძლებელია, ამიტომ  ამფიბიების დახმარების ერთადერთი გზა გზის გადაკეტვაა.

”ბაყაყები აქ ჩვენამდე იყვნენ.  გუბეები, სადაც ისინი მრავლდებიან, გზის ერთ მხარესაა, ხოლო მათი გამოზამთრების ადგილი მეორე მხარეს, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან გზა გადაკვეთონ”, - განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ, კრისტელ საარმა.

იმის გამო, რომ გზის თბილი ზედაპირი ცივსისხლიანების ძილიანობასა და შენელებას იწვევს, ერთდროულად, შესაძლოა 300-მდე ბაყაყი გაჩერდეს ასფალტზე, რის გამოც ისინი მანქანების მსხვერპლნი ხდებიან.

აღსანიშნავია, რომ ტალინი განიხილავს გზის ქვეშ მცირე გვირაბის აშენებას, რომლითაც ბაყაყები და გომბეშოები გზას უსაფრთხოდ გადაკვეთენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system