თავში

ტასმანიის მეჩეჩთან 90 ვეშაპი დაიღუპა - PHOTO - VIDEO

ტასმანიის მეჩეჩთან 90 ვეშაპი დაიღუპა
ტასმანიის მეჩეჩთან 90 ვეშაპი დაიღუპა - PHOTO - VIDEO


ავსტრალიის კუნძულ ტასმანიას დასავლეთ სანაპიროსთან, მაკუორის ყურეში მოხვედრილი 250 ვეშაპიდან 90 უკვე დაიღუპა. არის საფრთხე, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. მაშველები ცოცხლად დარჩენილი პილოტი ვეშაპების გადარჩენას ცდილობენ, რომელთაც დანარჩენი გუნდი ღრმა წლებში უნდა გაიყვანონ. ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

სამაშველო ოპერაციას, სავარაუდოდ, რადენიმე დღე დასჭირდება. ვეშაპების ნაწილი მეჩეჩზეა გაჭედილი, ნაწილი კი სანაპირო ზოლის სიღრმეში, ქვიშაზე ყრია. ვითარებას ისიც ართულებს, რომ მაკუორის ყურე სამაშველო გემისთვის საკმაოდ მიუდგომელია. ვეშაპების გადასარჩენად 40-კაციანი მაშველების ჯგუფი მუშაობს. თავდაპირველად მათ ქვიშაზე გამორიყული ვეშაპები წყალში უნდა დააბრუნონ, შემდეგ კი უკვე ღრმა წყალში გასვლაში დაეხმარონ. სპეციალისტების თქმით, ქვიშაზე გამორიყული პილოტი ვეშაპები საკმაოდ გამძლეები არიან. სინესტისა და სიგრილის პირობებში მათ სამი-ოთხი დღე შეუძლიათ, გაძლონ მიწის ზედაპირზე.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტასმანიის დასავლეთ სანაპიროსთან 250 გრინდი (შავი დელფინი) გაიჭედა. საბოლოო ჯამში ისინი ვეშაპები აღმოჩნდნენ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მაქსიმალური რაოდენობის ვეშაპის გადარჩენას შეძლებენ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდნენ ამ რაოდენობის ვეშაპები დაბალ წყალში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system