თავში

ტენესში მამაკაცი სახელად თუფაქ შაკური დააკავეს

ტენესში მამაკაცი სახელად თუფაქ შაკური დააკავეს
ტენესში მამაკაცი სახელად თუფაქ შაკური დააკავეს

ტენესში მომხდარი კრიმინალური ინციდენტი სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღების ცენტრში მოექცა. პოლიციელებმა დააკავეს მამაკაცი, რომელსაც თუფაქ შაკური ჰქვია. მან პოლიციელზე თავდასხმა სცადა. ცნობილი გარდაცვლილი რეპერის სეხნიამ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ პოლიციელებმა მისი მანქანა გვიან ღამით მაინც იპოვეს.

დაპატიმრების დროს თუფაქმა ოფიცრებს წინააღმდეგობა გაუწია და მათი შეჩერება დანის გამოყენებით სცადა, თუმცა მალევე დანებდა და მიწაზე დაწვა. 

პოლიციელებმა მის მანქანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს. 

ამ ფაქტს ტვიტერზე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მომხმარებლები მისმა სახელმა გაახალისა.







ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system