თავში

ტერორისტებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს

ტერორისტებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს
ტერორისტებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს

ტერორისტებმა, 23 იანვარს, გამთენიისას  ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სამი "კატიუშას" ტიპის რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ANI ერაყის უსაფრთხოების ძალების პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ჭურვი აეროპორტის გარე ტერიტორიაზე აფეთქდა, მესამე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

იმის გამო, რომ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, მასზე სარაკეტო თავდასხმა რეგულარულად ხორციელდება.

მომხდარზე პასუხისმგებლომა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system