თავში

Tesla ყოფილ თანამშრომელს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს

Tesla ყოფილ თანამშრომელს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვაში ადულ
Tesla ყოფილ თანამშრომელს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla მის ყოფილ თანამშრომელს, ალექს ხატილოვს, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს. კომპანიამ სარჩელი 22 იანვარს კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალური სასამართლოში წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხატილოვი კომპანიამ 2020 წლის 28 დეკემბერს დაიქირავა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის თანამშრომელი. სამუშაოს დაწყებიდან სამ დღეში მან Tesla-ს დახურული შიდა ქსელიდან ათასობით კონფიდენციალური პროგრამა მოიპოვა და Dropbox-ის ანგარიშზე გადაიტანა.

Tesla-ს წარმომადგენლების თქმით, ხატილოვმა დაახლოებით 26 ათასი ფაილი მოიპარა. ხატილოვი 2021 წლის იანვრის დასაწყისში გაათავისუფლეს.

ფედერალურმა სასამართლომ პარასკევს, 22 იანვარს დაადგინა, რომ ხატილოვს ეკრძალებოდა ფაილების გავრცელება რაიმე ფორმით. იგი ასევე ვალდებული იყო, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინა.

ხატილოვმა New York Post- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ ცდილობდა Tesla-სგან რაიმე ინფორმაციის მოპარვას. მისი რწმუნებით, 26 ათასი პროგრამის შემცველი ფაილი Dropbox-ზე მან სრულიად უნებლიეთ გადაწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system