თავში

თეთრი სახლი აცრილებს გაცნობის აპლიკაციებში ბონუსებს სთავაზობს

თეთრი სახლი აცრილებს გაცნობის აპლიკაციებში ბონუსებს სთავაზობს
თეთრი სახლი აცრილებს გაცნობის აპლიკაციებში ბონუსებს სთავაზობს

თეთრი სახლი გაცნობის აპლიკაციის მომხმარებლებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, გარკვეულ ბონუსებს სთავაზობს. Tinder, Hinge, OKCupid, BLK, Chispa, Plenty of Fish, Bumble-ისა და Badoo-ის აცრილ მომხმარებლებს მეწყვილის ძიებისას პრემიალურ კონტენტზე წვდომა გაეხსნებათ. აპლიკაციის გამოყენებისას, ასევე შესაძლებელი იქნება აცრასთან დაკავშირებული სხვა და სხვა ფილტრების გამოყენება: მაგალითად, თანხვედრა ვაქცინაციის სტატუსზე, ან აპლიკაციის საშუალებით ჩაწერა და სხვა. ინფორმაციას CNN  ავრცელებს.  ჯო ბაიდენმა ხელისუფლებაში მოსვლისას მმართველობის პირველი 100 დღის პრიორიტეტად ვაქცინაცია დაასახელა. გეგმა 3 თვეში 1000 მილიონ ვაქცინირებულს გულისხმობდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ გეგმა წარმატებით და გადაჭარბებითაც შეასრულა, თუმცა, აპრილის შემდეგ ვაქცინაციის პროცესი 50%-ით შენელდა.
ამ დროისთვის 160 მილიონმა ამერიკელმა, ანუ მოსახლეობის 48%-მა, უკვე ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. ხოლო 127 მილიონი - ანუ მოსახლეობის 38% სრულად ვაქცინირებულია.

მანამდე თეთრი სახლი, დამატებითი სარეკლამო კამპანიის წარმოების მიზნით, სხვა და სხვა მუსიკალურ ორგანიზაციებთან და სოციალურ ქსელებთან თანამშრომლობდა. მათი სამიზნე ვირუსით განსაკუთრებით დაზარალებული ფერადკანიანი და ლათინოამერიკელი მოსახლეობა იყო. ზოგიერთმა შტატმა, მათ შორის ოჰაიომ, ნიუ-იორკმა,და მერილენდმა მოქალაქეებს, ვაქცინაციაში ჩართვის მიზნით, ლატარიის გათამაშება შესთავაზა.

ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 4 ივლისს - აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს 160 მილიონი ზრდასრული მოქალაქე სრულად ვაქცინირებული იქნება და ქვეყანა კორონავირუსზე გამარჯვების დღეს იზეიმებს. გასულ კვირაში ვაქცინირებული პირებისთვის აშშ-ში ნიღბების ტარების ვალდებულება გაუქმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system