თავში

ტიგრაიში ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდნენ

​ტიგრაიში ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდნენ
ტიგრაიში ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდნენ

ეთიოპიის ტიგრის რეგიონში აჯანყებულები ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე პირობა წამოაყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

კერძოდ, ისინი რეგიონიდან ერიტრეის ძალების გაყვანას, ასევე პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის "მათთვის მიყენებული ზიანისთვის" პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ამასთან, მათი თქმით, გაერო-ში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიეს.

ამბოხებულების სხვა მოთხოვნები ჰუმანიტარული ხასიათისაა და ტიგრაიში იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ივნისის ბოლოს ეთიოპიის ხელისუფლებამ ტიგრაის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ნოემბრიდან სისხლიანი კონფლიქტი მიმდინარეობს ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე ტიგრაის რეგიონში, რომელიც ერიტრეასა და სუდანს ესაზღვრება. ეთიოპიის ფედერალური ძალები ტიგრაის რეგიონულ ხელისუფლებას ებრძვიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიგრაიმ რეგიონული ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან - პრემიერ აბი აჰმედისთან შეთანხმების გარეშე აირჩია. ტიგრაის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ აბი აჰმედს არ დაემორჩილებიან და მის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს. ტიგრაის ერთთვიან კონფლიქტს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი და 950 000 პირი დევნილად იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system