თავში

TikTok-მა დასახმარებლად Facebook-სა და Instagram-ს მიმართა

TikTok-მა დასახმარებლად Facebook-სა და Instagram-ს მიმართა
TikTok-მა დასახმარებლად Facebook-სა და Instagram-ს მიმართა

TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანესა პაპასმა Facebook–სა და Instagram–ს თხოვნით მიმართა და მათგან მხარდაჭერა მოითხოვა სასამართლო მოსმენის დროს, რომელიც აშშ–ის მთავრობის გადაწყვეტილებას აპლიკაციის აკრძალვის თაობაზე ეჭვქვეშ დააყენებს.

ვანესა პაპასის განცხადებით, ამგვარი აკრძალვა არა მარტო TikTok-სთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის საზიანოა. TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიებმა კონკურენცია გვერდით უნდა გადადონ და ყურადღება უფრო მნიშვნელოვანზე პრინციპებზე, კერძოდ სიტყვის თავისუფლებაზე უნდა გაამახვილონ.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს აშშ-ის ხელისუფლებამ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, 20 სექტემბრიდან აშშ-ის მასშტაბით ჩინური აპლიკაციების TikTok-სა და WeChat-ის ჩამოტვირთვა იკრძალება, ხოლო 12 ნოემბრიდან აკრძალული იქნება მათი გამოყენებაც. ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ გადმოწერილი აპები თავიანთ ტელეფონებში, TikTok-ის გამოყენებას შეძლებენ, მაგრამ განახლებას და ჩამოტვირთვას - ვერ.

ამავე დროს, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა TikTok-ს უსაფრთხოების პრობლემების აღმოსაფხვრელად ვადა 12 ნოემბრამდე მისცა. თუ აპლიკაცია აღნიშნულ პრობლემებს მოაგვარებს, შესაძლოა მის წინააღმდეგ მიღებული ბრძანებულება გაუქმდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system