თავში

TikTok-ს ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვებაში ადანაშაულებენ

TikTok-ს ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვებაში ადანაშაულებენ
TikTok-ს ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვებაში ადანაშაულებენ
© forbes.com

დიდი ბრიტანეთის ბავშვთა ყოფილმა ომბუდსმენმა TikTok არასრულწლოვანი მომხმარებლების პირადი მონაცემების უკანონოდ შეგროვებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ყოფილმა ომბუდსმენმა თქვა, რომ ბავშვების პირად ინფორმაციას სოციალური ქსელი იყენებს კანონით გათვალისწინებული აუცილებელი გაფრთხილების, გამჭვირვალობისა და თანხმობის გარეშე.

"ადამიანთა პირადი ინფორმაცია მასობრივად უკანონოდ შეგროვდა და სხვებისთვის გადაიცემოდა, ძირითადად ფინანსური მიზნებისათვის", - ნათქვამია სარჩელში.

მომჩივანი აპირებს, TikTok-ს 3.5 მილიონი არასრულწლოვანი მომხმარებლის ინფორმაციის ამოღება, ყველა არსებული მონაცემის წაშლა და კომპესაციის გადახდა მოსთხოვოს.

სოციალურმა ქსელმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system