თავში

TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ორი მამაკაცი დააკავეს

TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ორი მამაკაცი დააკავეს
TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ორი მამაკაცი დააკავეს

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოქვეყნებული არალეგალური ოპერაციის ვიდეოს გამო ორი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Post წერს. 

მათ ფრანგულ ბულდოგს არალიცენზირებული ვეტერინარული ოპერაცია გაუკეთეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო ერთ-ერთი დაკავებული პირის ქალიშვილმა გადაიღო. ვიდეოზე, რომელიც TikTok-ზე თავად დამნაშავეებმა გამოაქვეყნეს, ძაღლის მშობიარობაა აღბეჭდილი.

მამაკაცებმა ძაღლის პატრონს თავი ვეტერინარებად წარუდგინეს და მას ოპერაციის საფასური, 650 აშშ დოლარი გამოართვეს. ოპერაციის შედეგად ძაღლი და მისი ორი ჯერ არ დაბადებული ლეკვი დაიღუპნენ. 

მამაკაცებმა დანაშაული აღიარეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system