თავში

ტიციანის დაკარგული სურათი ტაძარში 110 წელი ეკიდა - PHOTO

ტიციანის დაკარგული სურათი ტაძარში 110 წელი ეკიდა
ტიციანის დაკარგული სურათი ტაძარში 110 წელი ეკიდა - PHOTO

დიდი ბრიტანეთში ტიციანის დაკარგული სურათი აღმოაჩინეს. "საიდუმლო სერობის" ამსახველი ტილო, რომელიც ქალაქ ლედბერიში ტაძრის კედელზე 110 წელი ეკიდა, შესაძლოა, სწორედ დიდ იტალიელ მხატვარს ტიციანს ეკუთვნოდეს. ასეთ დასკვნას ხელოვნების მკვლევარი და რესტავრატორი რონალდ მური აკეთებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, რესტავრატორი ლედბერიში ლეონარდო და ვინჩის ცნობილი "საიდუმლო სერობის" მე-19 საუკუნეში შესრულებული ასლის აღსადგენად ჩავიდა. მოულოდნელად, ეკლესიის შორეულ კუთხეში მან გაცვეთილი, მაგრამ ბევრად უფრო ღირებული ნახატი აღმოაჩინა.

"სურათი დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე ეკიდა. ამიტომ მისი დანახვა კიბეზე ასვლის გარეშე შეუძლებელი იყო", - გააცხადა მურმა აღმოჩენის შესახებ.

რესტავრატორმა ტილოს შესწავლას სამ წელზე მეტი მოანდომა. შედეგად იპოვა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც აცხადებს, რომ აღმოჩენა XVI საუკუნის ხელოვნების ნიმუშია და ის მართლაც გვიანი რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - ტიციანის სახელოსნოში შეიქმნა.

ხელოვნებათმცოდნემ ტილოზე შენიშნა, რომ ერთ-ერთი მოციქულის სახე, რომელიც ოქროსფერი მოსასხამით მაგიდის მარცხენა კუთხეში ზის, ტიციანის პორტრეტს ჰგავს ახალგაზრდობაში. ეს თეორია კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, ტილოზე მოცემული ფიგურის მხატვრის 1567 წლის ავტოპორტრეტთან შედარებამ დაადასტურა. კიდევ ერთი მტკიცებულება კი მხატვრის ხელმოწერა იყო, რომელიც ნახატზე თხელი ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა.

რესტავრატორმა ასევე  ტილოს წინა მფლობელის, კოლექციონერი ჯონ სკიპეს წერილი იპოვა, რომელიც 1775 წლით იყო დათარიღებული. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ მან "ტიციანის შედარებით კარგად შენახული ნამუშევარი" ვენეციის მონასტრისგან იყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system