თავში

ტოკიო აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას სიფრთხილით ეკიდება

ტოკიო აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას სიფრთხილით ეკიდება
ტოკიო აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას სიფრთხილით ეკიდება

იაპონიის ოფიციალური პირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების პერსპექტივებს სიფრთხილით ეკიდებიან.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის იოსიხიდე სუგას თქმით,მხარეებმა ძირითად შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. სუგას განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა დოკუმენტს ხელი სექტემბრის ბოლოს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას უნდა მოაწერონ.

„ ჩვენ ვცდილობთ, დარჩენილი სამუშაოები დავაჩქაროთ, თუმცა მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ოფიციალური შეთანხმება ბოლომდე მიღწეული არაა“, - განაცხადა იოსიხიდე სუგამ.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ტოკიოსთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომელიც კონგრესში დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system