თავში

ტოკიოს მეტროში, ჯოკერის ფორმაში ჩაცმული კაცი მგზავრებს თავს დაესხა

ტოკიოს მეტროში, ჯოკერის ფორმაში ჩაცმული კაცი მგზავრებს თავს დაესხა
ტოკიოს მეტროში, ჯოკერის ფორმაში ჩაცმული კაცი მგზავრებს თავს დაესხა

სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა ტოკიოს პრეფექტურაში, მატარებელში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ტიოფუში მგზავრებს ჯოკერის ფორმაში ჩაცმული, დანით შეიარაღებული კაცი დაესხა თავს. 

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი სადგურებს შორის გადასასვლელს გადიოდა. 

საგულისხმოა, რომ ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროში უამრავი ადამიანი სხვადასხვა ფორმებით გადაადგილდებოდა. 

როგორც კი მეტრო შემდეგ სადგურზე გაჩერდა, პოლიციამ ბოროტმოქმედი მაშინვე დააკავა. 

დაკავებისას მამაკაცს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. 

24 წლის კაცის თქმით, მას მიზნად მინიმუმ 2 ადამიანის მოკვლა ჰქონდა დასახული, რადგან სასამართლოსგან უმაღლესი სასჯელი, სიკვდილით დასჯა მიეღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system