თავში

ტოკიოს ზოოპარკში გიგანტური პანდები დაიბადნენ - VIDEO

​ტოკიოს ზოოპარკში გიგანტური პანდები დაიბადნენ
ტოკიოს ზოოპარკში გიგანტური პანდები დაიბადნენ - VIDEO

იაპონიის ზოოპარკში გიგანტურ პანდას, სახელად სინსინს, ორი პატარა პანდა შეეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ზოოპარკი ავრცელებს.

პანდები წუხელ დაიბადნენ. მათი სქესი ჯერ უცნობია. ერთი მათგანი 124 გრამს იწონის. სინსინისთვის ეს მეორე მშობიარობა იყო.

პანდების წყვილი სინსინი და მამრი რირი ჩინეთიდან იაპონიაში 2011 წელს ჩაიყვანეს. 2017 წელს მათ დედალი სიანსიანი ეყოლათ, რომელიც 2020 წლის ბოლოს ჩინეთში უნდა დაებრუნებინათ, თუმცა მისი ყოფნა იაპონიაში პანდემიის გამო ერთი წლით გახანგრძლივდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system