თავში

ტრამპი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

ტრამპი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წ
ტრამპი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Daily Beast იუწყება. 

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი საზოგადოებას საკუთარ გეგმებს 2021 წლის 20 იანვარს, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს გააცნობს.  

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი 2024 წელს კვლავ დემოკრატი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ იბრძოლებს.

აშშ-ის საპრეზიდენო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა. წამყვანი ამერიკული მედიასაშუალების ინფორმაციით, დაძაბული ორთაბრძოლა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. ხმის დათვლის პროცესი ქვეყანაში ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, ოფიციალური შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა, თუმცა, ბოლო მონაცემებით ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო.

მიუხედევად არსებული შედეგებისა, დონალდ ტრამპი დანებებს არ აპირებს და არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს. ამ დროისათვის მისი სასარჩელო მოთხოვნა ყველა სასამართლომ უარყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system