თავში

ტრამპი: აშშ-ში ვაქცინაცია ოქტომბრიდან დაწყება

​ტრამპი: აშშ-ში ვაქცინაცია ოქტომბრიდან დაწყება
ტრამპი: აშშ-ში ვაქცინაცია ოქტომბრიდან დაწყება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. 2020 წლის ბოლოსთვის კი უკვე 100 მილიონი ვაქცინა იქნება მზად.

"ჩვენ ვუახლოვდებით იმ ფინიშს, როცა ვაქცინის მიწოდება და განაწილება უსაფრთხოდ და ეფექტურად მოხდება. ვფიქრობ, ამის დაწყება უკვე ოქტომბერში შეგვიძლია", გააცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ტრამპის თქმით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი როგორც კი დაამტკიცებს ვაქცინას, მისი მილიონობით დოზის წარმოება დაიწყება და მთელი ქვეყნის მაშტაბით სწრაფად გავრცელება მოხდება. შტატებს მზა ვაქცინის რეალიზაციის გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.

დონალდ ტრამპს, ვაქცინაციის ვადებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი მოსთხოვეს.

რობერტ რედფილდის თქმით იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინას ნოემბრის ან დეკემბრისთვის შეიმუშავავებენ, ის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2021 წლის მეორე, ან მესამე კვარტალში იქნება. ამის პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ რობერტ რედფილდი ამ განცხადების გაკეთებისას შეცდა. 

როდესაც მან თქვა, მჯერა, ის დაიბნა. გეუბნებით, რომ ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის პროგნოზებიც საკმაოდ ფრთხილია ვაქცინაციის ვადებთან  დაკავშირებით. ფაუჩის თქმით, ვაქცინა აშშ-ში ფართოდ ხელმისაწვდომი 2021 წლის შუა რიცხვებამდე ვერ იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system