თავში

ტრამპი CNN-ის ჟურნალისტს უთვალთვალებდა

​ტრამპი CNN-ის ჟურნალისტს უთვალთვალებდა
ტრამპი CNN-ის ჟურნალისტს უთვალთვალებდა

აშშ-ში CNN-ის ჟურნალისტზე თვალთვალის ფაქტზე სკანდალი გორდება. მედიასაშუალების ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. საქმე ჟურნალისტ ბარბარა სთარს შეეხება, რომელიც CNN-ზე პენტაგონთან დაკავშირებულ ახალ ამბებს აშუქებს. იუსტიციის სამინისტროს გაცხადებით, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მას 2017 წელის ივნის-ივლისში უთვალთვალებდა. ჟურნალისტის პენტაგონის მაღალჩინოსნებთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და ელექტრონული მიმოწერის ასლები  ტრამპის მაგიდაზე კარგა ხანს ეწყო.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია CNN-ის ჟურნალისტამდე Washington Post-ის ჟურნალისტებს უთვალთვალებდა. CNN-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები სიტყვის თავისუფლების ნორმების დარღვევაა. იუსტიციის სამინისტროში პასუხობენ, რომ ეს ქმედებები წინა ადმინისტრაციის პირობებში ხორციელდებოდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში მალე გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system