თავში

ტრამპი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისათვის სისხლს გაიღებს

ტრამპი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისათვის სისხლს გაიღებს
ტრამპი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისათვის სისხლს გაიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად სისხლის პლაზმას გაიღებს. 

ტრამპის თქმით, ვალტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში მკურნალობის დროს, იგი ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატით, კერძოდ „რეგენერონით“ მკურნალობდა და წამლის მიღებიდან 24 საათში თავი უკეთესად იგრძნო.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტრამპი უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში სამკურნალოდ 3 ოქტომბერს გადაიყვანეს, საიდანაც თეთრ სახლში 6 ოქტომბერს დაბრუნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system