თავში

ტრამპი "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება

ტრამპი "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება
ტრამპი ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება. შესაბამის განცხადებას ექსპრეზიდენტი ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

„როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენ მშვიდობის პრეზიდენტობის სახელით ვიყავით ცნობილი, რადგან ისრაელის მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იდგა ისრაელის გვერდით და ისრაელზე თავდასხმას სწრაფი ანგარიშსწორება მოჰყვებოდა. ბაიდენის მმართველობისას მსოფლიო სულ უფრო და უფრო არასტაბილური ხდება, რადგან ბაიდენის სისუსტე და ისრაელის მხარდაჭერის არარსებობა ჩვენს მოკავშირეებზე ახალ თავდასხმებს იწვევს.

ამერიკა ყოველთვის  ისრაელის გვერდით უნდა იდგეს და ნათლად უნდა აცხადებდეს, რომ პალესტინელებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობა, ტერორი და სარაკეტო თავდასხმები“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system