თავში

ტრამპი: ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებას არ დავუშვებ!

ტრამპი: ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებას არ დავუშვებ!
ტრამპი: ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებას არ დავუშვებ!

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ხელი შეუშალოს მისი ყოფილი უსაფრთხოების ეროვნული მრჩეველის, ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებას, რომელსაც იგი მოღალატედ მიიჩნევს. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

გამოცების ცნობით, ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ბოლტონის გასაიდუმლოებული ინფორმაციის შემცველი წიგნის დაბლოკვას ყველანაირად შეეცდება.

ჯონ ბოლტონმა მისი წიგნი, შემოწმების მიზნით, თეთრ სახლში უკვე გაგზავნა. თეთრი სახლის ინფორმაციული უსაფრთხოების დირექტორმა, ელენ ნაითმა ბოლტონის ადვოკატს წერილით აცნობა, რომ წიგნში უხვად არის ნახსენები გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული დეტალები. აღნიშნულ მოსაზრებას ბოლტონის ადვოკატი არ იზიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system