თავში

ტრამპი მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს "სერიოზულად" განიხილავს

ტრამპი მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის
ტრამპი მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს სერიოზულად განიხილავს

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საკუთარი კანდიდატურის დაყენების საკითხს "სერიოზულად" განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა, Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამ საკითხს ის "ძალიან სერიოზულად" განიხილავს, თუმცა ვერ ადასტურებს, რომ ეს მართლაც ასე იქნება. მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა.

"მე ამ საკითხს ძალიან სერიოზულად განვიხილავ, სერიოზულობის მიღმაც კი. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამაზე ლაპარაკი ჯერ არ მსურს, ჯერ ძალიან ადრეა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system