თავში

ტრამპი "Twitter-ის" ანგარიშის დაბრუნებას სასამართლოს გზით აპირებს

​ტრამპი "Twitter-ის" ანგარიშის დაბრუნებას სასამართლოს გზით აპირებს
ტრამპი Twitter-ის ანგარიშის დაბრუნებას სასამართლოს გზით აპირებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფლორიდის შტატის ფედერალურ სასამართლოს მიმართავს. ის "Twitter-ისგან" მისი სამომხმარებლო ანგარიშის დროებით აღდგენას ითხოვს, სანამ მისი სრული დაბრუნების საქმეზე სასამართლო წარიმართება. ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

"ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალურ მოსამართლეს მოთხოვნა გაუგზავნა, რომელშიც სთხოვს, აიძულოს "Twitter", დროებით მისი ანგარიში აღადგინოს" , - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი ანგარიში კონგრესში პოლიტიკური მეტოქეების ზეწოლით დაიხურა. Twitter-მა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.

ცნობისთვის,სოციალურმა ქსელებმა Twitter -მა, Facebook-მა, Instagram-მა, Snapchat-მა და Twitch-მა ექსპრეზიდენტს ანგარიშები არჩევნებში დამარცხების არაღიარებისა და კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისების შემდეგ დაუბლოკა. მათ შორის Twitter -მა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა და ის ამ ქსელზე წვდომას სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაშიც ვერ დაიბრუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system