თავში

ტრამპი: ვაინშტეინის ფანი არასოდეს ვყოფილვარ

ტრამპი: ვაინშტეინის ფანი არასოდეს ვყოფილვარ
ტრამპი: ვაინშტეინის ფანი არასოდეს ვყოფილვარ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის, სექსუალურ სკანდალში გახვეული, ჰარვი ვაინშტეინის ფანი არასოდეს ყოფილა. ტრამპის თქმით, ვაინშტეინის დიდი გულშემატკივრები დემოკრატები იყვნენ.

მიშელ ობამას უყვარდა იგი. ასევე ჰილარი კლინტონს უყვარდა“, - განაცხადა ტრამპმა. 

67 წლის ვაინშტეინი, ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ გუშინ  ცნეს. ვაინშტეინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო უამრავმა ქალმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი და სალმა ჰაიეკი.

ჰარვი ვაინშტეინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, იგი თავისივე კომპანია The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს და გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system