თავში

ტრამპის ადვოკატს საპატიო ხარისხი ჩამოართვეს

ტრამპის ადვოკატს საპატიო ხარისხი ჩამოართვეს
ტრამპის ადვოკატს საპატიო ხარისხი ჩამოართვეს

მიდლბერის ლიბერალური ხელოვნების კოლეჯმა ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანის საპატიო ხარისხი ჩამოართვა. მიზეზად დაწესებულებამ ის დაასახელა, რომ ჯულიანის მონაწილეობდა მიტინგში, რომელიც კაპიტოლიუმის შტურმით დასრულდა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek იუწყება.

”მიდლბერის კოლეჯმა მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს საპატიო ხარისხი, რომელიც პრეზიდენტის ადვოკატს, რუდი ჯულიანის 2005 წელს მიენიჭა. ჯულიანის ოფისი ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია”, - ნათქვამია კოლეჯის განცხადებაში.

სიტყვით გამოსვლისას ადვოკატი "ბრძოლის გზით სასამართლოს" ითხოვდა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, რომლის თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. ყოველივე ამის ფონზე, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

პოლიციამ ცრელმსადენი აირი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ 100-ზე მეტი პირი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system