თავში

ტრამპის განცხადებით, Twitter მის გარეშე მოსაწყენი და უსარგებლო გახდა

ტრამპის განცხადებით, Twitter მის გარეშე მოსაწყენი და უსარგებლო გახდა
ტრამპის განცხადებით, Twitter მის გარეშე მოსაწყენი და უსარგებლო გახდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ანგარიშები Twitter-მა სამუდამოდ დაბლოკა, სოციალური ქსელი „მოსაწყენი“ და „უსარგებლო“ გახდა. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, იგი მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციას პრესრელიზებით ამჯობინებს.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც მან, მრავალი წლის წინ, Twitter-ის გამოყენება დაიწყო, სოციალური ქსელი "წარუმატებელ პლატფორმას" ჰგავდა, მაგრამ მისი "ტვიტების" შემდეგ, იგი პოპულარული გახდა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 7 იანვარს დონალდ ტრამპის Twitter-ის, Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები დაიბლოკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system