თავში

ტრამპის იურისტი: ტრამპის მიზანი ამერიკული დემოკრატიის განადგურებაა

ტრამპის იურისტი: ტრამპის მიზანი ამერიკული დემოკრატიის განადგურებაა
ტრამპის იურისტი: ტრამპის მიზანი ამერიკული დემოკრატიის განადგურებაა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, ჯენა ელისი, პრეზიდენტის კამპანიას ერთი წლის წინ შეუერთდა და მას შემდეგ მის ინტერესებს საჯაროდ იცავს, თუმცა CNN-ის ცნობით, 2016 წლამდე ელისი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო და მის საპრეზიდენტო კანდიდატურას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.

ელისმა წარსულში ტრამპს არაერთხელ უწოდა "იდიოტი", "ამპარტავანი" და "მოძალადე", რომლის სიტყვებს და დაპირებებსაც არ ენდობოდა. 

2016 წელს ჯენა ელისის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ტრამპის ფასეულობები "არ იყო ამერიკული", და მას "ამერიკელი ფაშისტი" უწოდა. 

2016 წლის მარტში ელისი თავს დაესხა ტრამპის მომხრეებს Facebook-ის პოსტით და წერდა, რომ მათი კანდიდატი "არაეთიკური, კორუმპირებული, მატყუარა კრიმინალი" იყო.

ჯენა ელისი ტრამპს ასევე სექსიზმში ადანაშაულებდა და ქალების მიმართ მის დამოკიდებულებას აკრიტიკებდა.

ამავე წელს გამოქვეყნებულ პოსტში ელისი აღნიშნავს, რომ ტრამპს მედიის მიმართაც არაეთიკური დამოკიდებულება აქვს.

”ტრამპი ვერ უმკლავდება კრიტიკას. ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ფუნდამენტურ ღირებულებებს და სიტყვის თავისუფლებას”, - წერდა ტრამპის იურისტი.

ერთ-ერთი პოსტით მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მიზანი "ამერიკული დემოკრატიის განადგურებაა". 

ბოლო პერიოდში ჯენა ელისის ტრამპის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ის მხარს უჭერს პრეზიდენტის გამოსვლებს, მათ შორის ტრამპის მტკიცებას, რომ არჩევნები დემოკრატებმა გააყალბეს და სინამდვილეში მან გაიმარჯვა. 

"პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია. იგი მზადაა დაიცვას არჩევნების მთლიანობა და კონსტიტუცია", - წერს ჯენა ელისი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system