თავში

ტრამპმა აშშ-ს "მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა" უწოდა

ტრამპმა აშშ-ს "მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა" უწოდა
ტრამპმა აშშ-ს მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთასთან გამართულ, შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე სამართლიანი ქვეყანაა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ტრამპის გამოსვლას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. 

ცერემონიის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისინი, ვინც ქვეყანაში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ძეგლების განადგურება სცადა. ტრამპის თქმით, ასეთი "დაუნდობელი კამპანიის" მიზანია "ისტორიის წაშლა, გმირების ცილისმწამებლობა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მემარცხენე კულტურული რევოლუცია ამერიკელების ცხოვრების წესის შეცვლას ცდილობს, თუმცა ვერც ამას და ვერც,  თავისუფლების წაგვართმევას ვერ მოახერხებს.

შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას 1776 წლის 4 ივლისს მოეწერა ხელი, ხოლო, ხალხის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system