თავში

ტრამპმა და პუტინმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

ტრამპმა და პუტინმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
ტრამპმა და პუტინმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საუბარი 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკული და საბჭოთა ჯარების შეერთების შესახებ არის. დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა აღნიშნეს, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის. 

Wall Street Journal-ის ცნობით, ამ განცხადების გამოცემამ ტრამპის ადმინისტრაციაში შეშფოთება გამოიწვია. ცალკეული პირები ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება შეასუსტოს აშშ-ის მკაცრი ტონი რუსეთის მიმართ. 

პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებით აღინიშნა 1945 წლის 25 აპრილს ორივე ქვეყნის ჯარების შეხვედრა გერმანიაში, მდინარე ელბეს ხიდზე.

გამოცემის ცნობით, ტრამპს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, მოსკოვში გამგზავრებაც სურდა. ის იმედოვნებდა, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობდა მოსკოვთან თანამშორმლობის გაღრმავებას. ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ სჯერა, რუსეთის ლიდერი აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში არ ჩარეულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system