თავში

ტრამპმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარადგინა

​ტრამპმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარადგინა
ტრამპმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარადგინა. პრეზენტაცია თეთრ სახლში გაიმართა.

ტრამპის 4-წლიანი გეგმა ორი სუვერენული სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს: ისრაელის და პალესტინის. აშშ თვლის, რომ იერუსალიმი ისრაელის ერთიანი და განუყოფელი დედაქალაქი უნდა იყოს. პალესტინელებისთვის ამერიკულ საელჩოს აშშ დასავლეთ იერუსალიმში გახსნის.

გარდა ამისა, "საუკუნის გარიგება" პალესტინის სახელმწიფოს ფართობის ფაქტობრივ გაორმაგებას ითვალისწინებს. ამისთვის უახლოესი 4 წლის განმავლობაში ისრაელმა პალესტინის ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობაზე უარი უნდა თქვას. ამასთან, აშშ მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების აღიარებას გეგმავს.

"დღეს ისრაელი მშვიდობის მიმართულებით დიდი ნაბიჯს დგამს", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, პალესტინელებმა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგან და "ისრაელის მიმართ ტერორზე" უარი თქვან. აშშ-ს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში ახალგაზრდა თაობას მშვიდობიანი ცხოვრების იმედს ჩაუსახავს.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი პოლიტიკური ოპონენტი, ოპოზიციური ბლოკის "კახოლ-ლავანის“ ლიდერი ბენი განცი ესწრებოდნენ.

გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს მიმართა და მას "მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა სთხოვა". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system