თავში

ტრამპმა კაპიტოლიუმის შტურმი დაგმო

​ტრამპმა კაპიტოლიუმის შტურმი დაგმო
ტრამპმა კაპიტოლიუმის შტურმი დაგმო

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მისი მომხრეების მიერ კონგრესის შენობის შტურმი დაგმო. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც "ტვიტერზე" გამოქვეყნდა.

"როგორც ყველა ამერიკელი, მე გაბრაზებული ვარ ძალადობით, უკანონობით და მომხდარი კოშმარით. ამერიკა არის და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა", - განაცხადა მან.

ტრამპმა ამერიკელებს შერიგებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ დემონსტრანტები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, პასუხს აგებენ. მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ის იაზრებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის მოთხოვნა წარუმატებელია, თუმცა მისი შტაბი იურიდიული გზით ბრძოლას განაგრძობს.

"მე ისევ მჯერა, რომ ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა უნდა მოვახდინოთ, რათა არჩევნებისადმი ყველა ამომრჩევლის წვდომის საშუალების შემოწმება გვქონდეს და ყველა სამომავლო არჩევნების სარწმუნოება უზრუნველყოფილი იყოს", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თავის ამომრჩევლებს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ მომხრეების გულგატეხილობა ესმის, თუმცა "ჩვენი საოცარი მოგზაურობა ჯერ კიდევ იწყება".

"ახლა კონგრესმა შედეგების რატიფიკაცია მოახდინა და ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში 20 იანვარს მოვა. ახლა მე ხელისუფლების უნაკლო გადაცემაზე ვიქნები ფოკუსირებული. დროის ახლანდელი მომენტი განკურნებასა და შერიგებას ითხოვს", - განაცხადა ტრამპმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system