თავში

ტრამპმა კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავზე პრესკონფერენცია გააუქმა

​ტრამპმა კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავზე პრესკონფერენცია გააუქმა
ტრამპმა კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავზე პრესკონფერენცია გააუქმა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააუქმა პრესკონფერენცია, რომელიც მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავზე უნდა გამართულიყო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ტრამპმა "მიკერძოებულობასა და არაკეთილსინდისიერებაში" დაადანაშაულა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტი, რომელიც 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებს იძიებს.

”მე ვაუქმებ პრესკონფერენციას, რომელიც 6 იანვარს უნდა გამართულიყო", -განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

მან განმარტა, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავთან დაკავშირებულ საკითხებზე 15 იანვარს არიზონაში დაგეგმილ მიტინგზე ისაუბრებს. 

ცნობისთვის, 6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system