თავში

ტრამპმა ნიუ-იორკის პროკურორს უჩივლა

​ტრამპმა ნიუ-იორკის პროკურორს უჩივლა
ტრამპმა ნიუ-იორკის პროკურორს უჩივლა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ-იორკის შტატის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს სასამართლოში უჩივლა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ გზით ტრამპს სურს, ხელი შეუშალოს მას მის კომპანია, Trump Organization-თან დაკავშირებული გამოძიების ჩატარებაში.

"დემოკრატ ჯეიმსს, ამოძრავებს მხოლოდ პოლიტიკური მტრობა და კერძო მოქალაქის დევნის, დაშინებისა და შურისძიების სურვილი, რომელსაც ის თავის პოლიტიკურ ოპონენტად თვლის“, - აღნიშნულია სარჩელში.

ტრამპის თქმით, „პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების“ ჩატარებით ჯეიმსმა მისი კონსტიტუციური უფლებები დაარღვია.

სარჩელი პროკურორისგან გამოძიების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

თავად ჯეიმსმა ამაზე განაცხადა, რომ გამოძიება "შეფერხების გარეშე გაგრძელდება".

ნიუ-იორკის შტატის პროკურატურას ეჭვუ აქვს, რომ ტრამპი და Trump Organization სესხების უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური სარგებლის მისაღებად აქტივების ღირებულებებით მანიპულაციას ახორციელებდნენ. ლეტიცია ჯეიმსი ცალკე სისხლის სამართლის გამოძიებას ხელმძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system