
დონალდ ტრამპი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს არ დაესწრება. CNN-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ქარიშხალი „დორიანი“ გახდა, რომელიც ფლორიდას უახლოვდება.
„გადავწყვიტე ჩემს ნაცვლად პოლონეთში ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი გავგზავნო. ძალიან მნიშვნელოვანია აქ ვიყო. როგორც ჩანს ეს მართლაც ძალიან ძლიერი ქარიშხალი იქნება“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა. ტრამპმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პოლონურ მხარეს უკვე შეატყობინა.
ნინო ხიდაშელი
ავტორი