თავში

ტრამპმა რესპუბლიკელებს საკუთარი სახელის გამოყენება აუკრძალა

ტრამპმა რესპუბლიკელებს საკუთარი სახელის გამოყენება აუკრძალა
ტრამპმა რესპუბლიკელებს საკუთარი სახელის გამოყენება აუკრძალა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის სამ უდიდეს ორგანიზაციას, სახსრების მოსაზიდად, მისი სახელის გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ გამოცემა  Politico სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, 5 მარტს ტრამპის ადვოკატებმა რესპუბლიკელებს შესაბამისი შინაარსის წერილები გაუგზავნეს. 

Politico აღნიშნავს, რომ საუბარია  რესპუბლიკურ ეროვნული კომიტეტზე (RNC), რესპუბლიკურ ეროვნულ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტსა (NRCC) და რესპუბლიკურ ეროვნულ სენატის კომიტეტზე (NRSC).

წყაროების ინფორმაციით, ტრამპის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მის სახელს მოგების მისაღებად ის რესპუბლიკელები იყენებენ, რომლებმაც იმპიჩმენტის პროცესზე ხმა მის წინააღმდეგ მისცეს. 

ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, რომ ტრამპი "რესპუბლიკური პარტიის ერთგული რჩება", თუმცა "ეს არავის აძლევს უფლებას მისი სახელი ტრამპის ნებართვის გარეშე  გამოიყენოს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system