თავში

ტრამპს რეიტინგით ბაიდენი უსწრებს

ტრამპს რეიტინგით ბაიდენი უსწრებს
ტრამპს რეიტინგით ბაიდენი უსწრებს

CNN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რეიტინგით ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უსწრებს.  

კერძოდ, აღნიშნული გამოკითხვის მიხედვით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი - 42 პროცენტი. 

ამავე გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის მხარდამჭერთა 62 პროცენტს ქალები შეადგენენ, ტრამპის მხარდამჭერთა 51 პროცენტს კი - კაცები.

ცნობისთვის, დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, 78 წლის ბერნი სანდერსმა, კამპანია შეწყვიტა, რის გამოც, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე ჯო ბაიდენი იქნება. 

ამერიკის პრეზიდენტი ბერნი სანდერსის საარჩევნო მარათონიდან გამოთიშვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სანდერსის მომხრეებს რესპუბლიკურ პარტიაში გადასვლისკენ მოუწოდა.

ჯო ბაიდენი 2009-2017 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system