თავში

ტრამპს უფლებადამცველები სასამართლოში უჩივიან

ტრამპს უფლებადამცველები სასამართლოში უჩივიან
ტრამპს უფლებადამცველები სასამართლოში უჩივიან

ამერიკელი უფლებადამცველები და მოძრაობა Black Lives Matter, აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივიან. ისინი პრეზიდენტს ადამიანების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, კერძოდ კი ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გამართული აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენების გამო. აქციის დასაშლელად გამოყენებულ იქნა ცხენები, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, ფარები, წიწაკის სფრეის და ა.შ.. 

სარჩელის ავტორების თქმით, აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას, ასევე დარღვეული იყო კომენდანტის საათის წესები, რადგან აქციის დაშლა 30 წუთით ადრე დაიწყო. 

დემონსტრანტების დარბევის ბრძანების გაცემაში, ტრამპის გარდა, აშშ-ის გენერალურ პროკურორ ულიამ ბარს და თავდაცვის მდივან მარკ ესპერს ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკულ კავშირს (ACLU) ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ამ დრომდე 173 სარჩელი აქვს შეტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system