
რეპერ ტრევის სკოტს ფანების კრიტიკის მთელი კორიანტელი ხვდა წილად. მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ჰელოუინისთვის შერჩეული კოსტუმი წარმოადგინა. მან გადაწყვიტა, ბეტმენის როლი მოერგო, თუმცა ტანსაცმელი, რატომღაც, ყავისფერი აირჩია.
შედეგად, "ლაიქების" ნაცვლად ტრევისს ახლა ახალი კომპლექსები აქვს.
ინტერნეტ-მომხმარებელთა "ბულინგმა" ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ სკოტი იძულებული გახდა, "ინსტაგრამის" გვერდი საერთოდ წაეშალა.
