თავში

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

​ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ ტაივანში 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Taiwan News ავრცელებს.

ქვეყნის ცენტრალური მეტეოროლოგიური ბიუროს (CWB) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჰუალიანის ოლქიდან 56,7 კილომეტრში, 19,4 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

აღნიშნულია, რომ ბიძგები სხვა რეგიონებში, კერძოდ, დედაქალაქ ტაიბეიშიც იგრძნობოდა.

ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system