თავში

ტრიუდოს პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მიიღო

​ტრიუდოს პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მიიღო
ტრიუდოს პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მიიღო

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიგო, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიიღო. ინფორმაციას CBC ავრცელებს.

ლიბერალებმა პარლამენტში 338 ადგილიდან 158. აბსოლუტური უმრავლესობისთვის ტრიუდოს პარტიას, სულ მცირე, 170 ადგილი სჭირდებოდა.

მეორე ადგილზე კონსერვატიული პარტია გავიდა, რომელმაც 117 ადგილი მიიღო. კონსერვატორთა ლიდერმა ერინ ო’ტულმა დამარცხება უკვე აღიარა და ტრიუდოს გამარჯვება მიულოცა.

თავის გამოსვლაში ტრიუდომ აღიარა, რომ მან თავის მიზანს, მიეღო აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში, ვერ მიაღწია, მაგრამ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგმა მას მთავრობის ფორმირებისთვის
მკაფიო მანდატი მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system