თავში

იტალიაში ხანძრის გამო 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

​იტალიაში ხანძრის გამო 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა
იტალიაში ხანძრის გამო 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

იტალიაში, ორისტანოს პროვინციაში ძლიერი ხანძრის გამო 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას ტელეარხი SkyTg24 ავრცელებს.

რეგიონში ხანძარი შაბათს დაიწყო, როდესაც აფრიკიდან ცხელი ჰაერის მასები მოვიდა. ტემპერატურა მკვეთრად ავარდა 40 გრადუსამდე. ხანძარი მშრალ ბალახს გაუჩნდა. ცეცხლი სწრაფად მოედო ბუჩქებსა და ხეებს და მალე ორისტანოში მრავალი უბანი ხანძარმა მოიცვა. მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. გამოცხადდა ევაკუაცია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სახანძრო სამსახურის, ტყის დაცვისა და იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ქვედანაყოფები, ასევე მოხალისეები მონაწილეობდნენ. ჯამში ხანძრის ჩაქრობას 7,5 ათასი ადამიანი, შვიდი სპეციალური თვითმფრინავი Canadair და 13 ვერტმფრენი ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system